logo
  • logo +995 555 206 208
  • logo

    ვაჟა ფშაველას 45 (1 კვარტალი კორპუსი 26, დელისის მ.)

Image

მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომი სტომატოლოგიური მომსახურება საქართველოში

საქართველო მდებარეობს ევროპისა და აზიის გასაყარზე. იგი შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილშია განლაგებული. მას ესაზღვრება: სამხრეთით თურქეთი და სომხეთი, აღმოსავლეთით აზერბაიჯანი, ჩრდილოეთით რუსეთი. საქართველოს ფართობია 69700 კვ.კმ. მოსახლეობა 4 მილიონამდე. ყველაზე დიდი ქალაქი, დედაქალაქი თბილისია. ოფიციალური ენა ქართული. მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია. ვალუტა ქართული ლარია. ჰავა, მცირე ტერიტორიის გათვალისწინებით, მრავალფეროვანი და განსხვავებულია. ყველაზე მაღალი მთა შხარაა - 5068 მეტრი. საქართველოს უდიდესი ქალაქებია: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი.

სამედიცინო ტურიზმი საქართველოში

საქართველოში სამედიცინო, კოსმეტიკური და სტომატოლოგიური მომსახურებით საკმაოდ მაღალ დონეზეა. სულ უფრო პოპულარული ხდება სამედიცინო ტურიზმი, და შესაბამისი მომსახურებისთვის სხვა ქვეყანაში გამგზავრება. ამით თქვენ ზოგავთ ფინანსებს, იღებთ პროფესიონალურ, მაღალი დონის მომსახურებას და ასევე, გეძლევათ ახალი ქვეყნის დათვალიერების საშუალება. საქართველოში სამედიცინო მომსახურება და აპარატურა ყოველდღიურად ვითარდება, მათ შორის სტომატოლოგიაშიც. წამყვანი სტომატოლოგიური კლინიკები გთავაზობენ საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას მისაღებ ფასად. სტომატოლოგიურ მომსახურებასთან ერთად თქვენ მიიღებთ სხვა ტურისტული მომსახურებების სრულ პაკეტს: ვიზიტის დაჯავშნა, სასტუმროს შერჩევა, ტურების მორგება თქვენს გრაფიკზე.

სტომატოლოგია „Wiazowski dent”-ში

სტომატოლოგიური კლინიკა „Wiazowski dent” გთავაზობთ მაღალი ხარისხის დენტალურ ტურიზმს. ჩვენი კლინიკა აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აპარატურით, პერსონალი კი მაღალკვალიფიციური, გამოცდილი ექიმებითაა დაკომპლექტებული. ჩვენ გთავაზობთ სრულ დენტალურ მომსახურებას. ისეთებს როგორიცაა: იმპლანტაცია პროთეზირება პირის ღრუს მოწესრიგება კბილების წმენდა-გათეთრება ვინირები კბილების გასწორება ბრეკეტებით და ელაინერებით ჩვენ დაგეხმარებით დაგეგმოთ თქვენი ვიზიტი მაქსიმალურად ეფექტურად. ვიზიტის დროს მოიწესრიგოთ კბილები, ნახოთ საქართველოს ლამაზი ადგილები და შეუთავსოთ მკურნალობა დასვენებას.